- მთავარი
- ჩვენს შესახებ
- მიმართულებები
- ექიმები
- მედია
- კონტაქტი
კუჭნაწლავის დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით
ნეონატალოგიის განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელიც ახალშობილების პატრონაჟს ქვეყანაში მოქმედი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით ახორციელებს. განყოფილებაში შექმნილია კომფორტული გარემო დედისა და ახალშობილისათვის. იგი აღჭურვილია თანამედროვე მართვითი სუნთქვის აპარატებით, კუვეზებით, ახალშობილის მონიტორინგისათვის საჭირო აპარატურით, ინფუზომატებით, მონიტორებით, ფოტოთერაპიის აპარატებით, ინვაზიური მანიპულაციებისათვის აუცილებელი ხელსაწყოებით. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ინფექციის კონტროლს.
ნეონატოლოგიის განყოფილებაში მიმდინარეობს:
• ახალშობილთა კლინიკური მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი;
• დიაგნოსტიკური კვლევები;
• ახალშობილთა იმუნიზაცია;
• ნეონატალური პათოლოგიების მართვა
ჰოსპიტალში დაბადებულ ახალშობილებს უტარდებათ შემდეგი სახის სკრინინგები:
1. გულის თანდაყოლილი კრიტიკული მანკების სკრინინგი. საჭიროებისას სწრაფი( დაბადებიდან 24-48 საათში) ინტერვენცია სიცოცხლის შენარჩუნებისა და შეზღუდული შესაძლებლობების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა;
2. ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზისა და მუკოვისციდოზის სკრინინგი, რაც განკურნებადი მეტაბოლური დარღვევების ადეკვატური მართვის საშუალებას იძლევა;
3. სმენითი პრობლემების სკრინინგი. სმენის დაქვეითების ადრეული გამოვლენისას და შესაბამისი ღონისძიებების დროული დაწყება სმენის და მეტყველების დეფექტების განვითარების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს;
4. ოფთალმიისა და ჰემორაგიული დაავადებების პრევენცია;
5. ბე-ცე-ჟე და ჰეპატიტ B ვაქცინაცია.