19 ნოემბერი
ექიმი-ოფთალმოლოგი ნინო ახობაძე

ჩვენი გუნდის ახალი წევრი

19 ნოემბერი
თეთრი ხალათების აქცია

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს

14 ნოემბერი
კარდიოექოსკოპია უახლესი აპარატით

გულსისხლძარღვთა კვლევა უახლესი აპარატითაა შესაძლებელი

14 ნოემბერი
MRI გამოკვლევა ანესთეზიით

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანესთეზიით

14 ნოემბერი
ფილტვის სკრინინგი

ფილტვის სკრინინგი - CT სკანირების აქცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

23 ოქტომბერი
დონაციის აქცია

დონაციის აქციაში ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალის თანამშრომლები ჩაერთვნენ

16 ოქტომბერი
სიახლე ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

კვლევები უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფით

16 ოქტომბერი
აქცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

მამოგრაფიული კვლევები ნახევარ ფასად

03 სექტემბერი
ურთულესი კარდიოქირურგიული ოპერაცია

წარმატებული კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ კიდევ ერთმა მადლიერმა პაციენტმა დატოვა ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი

03 სექტემბერი
ბარიატრიული ქირურგია

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა

გასვლითი სხდომა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ, 31 ოქტომბერს, მორიგი გასვლითი სხდომა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გამართა.

სხდომას, კომისიის წევრებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდნენ. 
კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, ჰოსპიტალმა დაარსებიდან მცირე დროში წარმატებული კლინიკის სახელი დაიმკვიდრა, რაც მისი დირექტორის, საუკუნის ექიმის, ცნობილი კარდეოლოგის ისმეთ დინდარის (მიქელაძე) უდიდესი დამსახურებაა.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საქმიანობასა და არსებული გამოწვევების შესახებ უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე მოხსენებებით სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ისმეთ დინდარი (მიქელაძე) და კლინიკური დირექტორი ნინო ქაჯაია წარსდგნენ. როგორც მათ აღნიშნეს, კლინიკა, რომელიც 2012 წლის ივნისში დაარსდა, 50 საწოლზე იყო გათვლილი, თუმცა, ამჟამად სამედიცინო დაწესებულება 150-საწოლიანია და აქ 500 ადამიანია დასაქმებული. ადგილობრივი, თბილისიდან და უცხოეთიდან მოწვეული საუკეთესო ექიმ-სპეციალისტების მომსახურებით 16 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. 
დეპუტატები და მედიკოსები აჭარის მუნიციპალიტეტებში ერთობლივი საქველმოქმედო აქციების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
სხდომის დასასრულს დავით გაბაიძემ, მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა კლინიკის ექიმებსა და მედპერსონალს მადლობა გადაუხადეს მოსახლეობისთვის გაწეული მაღალხარისხიანი მომსახურებისთვის.