11 დეკემბერი
ექიმი-უროლოგი თამაზ ირემაძე

👨‍⚕️ექიმი-უროლოგი თამაზ ირემაძე
🔺ისარგებლეთ უროლოგის გეგმიური და ურგენტული მომსახურებით ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში
🏥ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია 
👉კონსერვატიული მკურნალობა 
🔹 ქალთა და მამაკაცთა უროლოგია;
🔹 შარდის ბუშტისა და თირკმლის დაავადებები;
🔹 პროსტატის დაავადებები;
🔹 პროსტატის, შარდის ბუშტისა და სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები;
🔹 გარეთა სასქესო ორგანოების დაავადებები;
🔹 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
🔹 უნაყოფობა-იმპოტენცია;
🔹 შარდის შეუკავებლობა
👉 ოპერაციული მომსახურება
🔸 ლაპარასკოპიული უროლოგია
🔸 ლაპარასკოპიული ოპერაციები საშარდე ორგანოებზე და პროსტატაზე
🔸 შარდის ბუშტის სიმსივნეებისა და პროსტატის ტრანსურეთრული (TUR) რეზექცია
🔸 რეკონსტრუქციული უროლოგია;
🔸 შარდის ბუშტში, თირკმლებსა და შარდსაწვეთში კენჭების დაშლაჰოსპიტალში შესაძლებელია უახლესი სამედიცინო აპარატურით 
🔸 ულტრასონოგრაფიული კონტროლით ხდება თირკმლის ცისტების პერკუტანეული, პუნქციური მკურნალობა

17 სექტემბერი
გოგონა, რომელი ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა

დაშავებულს რთული და წარმატებული ოპერაცია ორთოპედ-ტრავმატოლოგებმა მიხეილ მიქელაძემ და დარინა ცეცხლაძემ ჩაატარეს

12 სექტემბერი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს  2019 წლის პროგრამების 

10 სექტემბერი
ჩვენი ჰოსპიტალის ტრავმატოლოგთა კიდევ ერთი წარმატება

რთული და წარმატებული ოპერაცია ახალგაზრდა ქალს ჩაუტარდა, რომელიც ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი ჰოსპიტალში ორივე ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობით შემოიყვანეს.

22 აგვისტო
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ დღეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეები მოინახულა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ დღეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეები მოინახულა.

21 აგვისტო
კარდიოქირურგის მოგონებები აგვისტოს ომზე

გულ-სისხლძარღვთა ქირურგი მახირ ბალაქიშიევი უკვე რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და მუშაობს.

11 ივნისი
გაიცანით- მარიამი. ჩვენი ჰოსპიტალის ექიმების მიერ გადარჩენილი კიდევ ერთი პატარა
07 ივნისი
სახანძრო უსაფრთხოების და ხანძრის დროს ქცევის წესები-

სწავლების მიზანი ხანძრის დროს პერსონალისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. 

06 ივნისი
ჩვენი მედიკოსების გამარჯვება, რომლის ჯილდოც გადარჩენილი სიცოცხლეა

27 მაისს, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ლიფტში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი დღეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან გაეწერა

01 მაისი
დროულად აღმოჩენილი პროფესიონალური დახმარება

65 წლის პაციენტს ურგენტულ რეჟიმში წარმატებით ჩაუტარდა აორტოკორონარული შუნტირება.

ჩვენი მედიკოსების გამარჯვება, რომლის ჯილდოც გადარჩენილი სიცოცხლეა

ჩვენი მედიკოსების გამარჯვება, რომლის ჯილდოც გადარჩენილი სიცოცხლეა
27 მაისს, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ლიფტში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი დღეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან გაეწერა
იზოლდა აბაშიძე უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.
პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს კლინიკაში. მას 62 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის შემავალი ჭრილობები გულსა და ფილტვებში.
კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც წამები ყველაფერს წყვეტს, ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად ბრძოლა ემერჯენსიდან დაიწყო (ექიმი თეონა ბაღაღოშვილი) და საოპერაციოში გაგრძელდა, სადაც ერთდროულად სხვადასხვა მიმართულების ექიმთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა.
კარდიოქირურგებმა მაჰირ ბალაქიშიევმა  და ირაკლი ოქროპირიძემ , ნეიროქირურგმა ბექა გორგილაძემ , ქირურგებმა გიორგი მიქელაძემ  და გოდერძი ბოლქვაძემ , ანესთეზიოლოგმა შალვა ბაშარულმა , რეანიმატოლოგმა დავით გონაშილმა, უმცროსმა ექიმებმა, საოპერაციოსა და რეანიმაციის ექთნებმა, სისხლის ბანკმა და ლაბორატორიის თანამშრომლებმა, რადიოლოგმა ნინო აბულაძემ ერთობლივად მართლაც რომ შეუძლებელი შეძლეს. 
სასწაული, რასაც სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია, მათი მაღალი პროფესიონალიზმისა და ოპერატიულობის, გუნდურობისა და კრიტიკული სიტუაციის მართვის შედეგია.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ადმინისტრაცია მადლობას გამოხატავს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა პაციენტის გადარჩენაში და ამაყობს მათი პროფესიონალიზმით.