ნეონატოლოგია

19 ნოემბერი
ექიმი-ოფთალმოლოგი ნინო ახობაძე

ჩვენი გუნდის ახალი წევრი

19 ნოემბერი
თეთრი ხალათების აქცია

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს

14 ნოემბერი
კარდიოექოსკოპია უახლესი აპარატით

გულსისხლძარღვთა კვლევა უახლესი აპარატითაა შესაძლებელი

14 ნოემბერი
MRI გამოკვლევა ანესთეზიით

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანესთეზიით

14 ნოემბერი
ფილტვის სკრინინგი

ფილტვის სკრინინგი - CT სკანირების აქცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

23 ოქტომბერი
დონაციის აქცია

დონაციის აქციაში ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალის თანამშრომლები ჩაერთვნენ

16 ოქტომბერი
სიახლე ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

კვლევები უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფით

16 ოქტომბერი
აქცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

მამოგრაფიული კვლევები ნახევარ ფასად

03 სექტემბერი
ურთულესი კარდიოქირურგიული ოპერაცია

წარმატებული კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ კიდევ ერთმა მადლიერმა პაციენტმა დატოვა ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი

03 სექტემბერი
ბარიატრიული ქირურგია

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა

ნეონატალოგიის განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელიც ახალშობილების პატრონაჟს  ქვეყანაში მოქმედი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით ახორციელებს. განყოფილებაში შექმნილია კომფორტული გარემო დედისა და ახალშობილისათვის. იგი აღჭურვილია თანამედროვე მართვითი სუნთქვის აპარატებით, კუვეზებით, ახალშობილის მონიტორინგისათვის საჭირო აპარატურით, ინფუზომატებით, მონიტორებით, ფოტოთერაპიის აპარატებით, ინვაზიური მანიპულაციებისათვის აუცილებელი ხელსაწყოებით. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ინფექციის კონტროლს.
ნეონატოლოგიის განყოფილებაში მიმდინარეობს:
•    ახალშობილთა კლინიკური მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი;
•    დიაგნოსტიკური კვლევები;
•    ახალშობილთა იმუნიზაცია;
•    ნეონატალური პათოლოგიების მართვა
ჰოსპიტალში დაბადებულ ახალშობილებს უტარდებათ  შემდეგი სახის სკრინინგები:
1.    გულის თანდაყოლილი კრიტიკული მანკების სკრინინგი. საჭიროებისას სწრაფი( დაბადებიდან 24-48 საათში) ინტერვენცია სიცოცხლის შენარჩუნებისა და შეზღუდული შესაძლებლობების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა;
2.    ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზისა და მუკოვისციდოზის სკრინინგი, რაც განკურნებადი მეტაბოლური დარღვევების ადეკვატური მართვის   საშუალებას იძლევა;
3.    სმენითი პრობლემების სკრინინგი. სმენის დაქვეითების ადრეული გამოვლენისას და შესაბამისი ღონისძიებების დროული დაწყება სმენის და მეტყველების დეფექტების განვითარების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს;
4.    ოფთალმიისა და ჰემორაგიული დაავადებების პრევენცია;
5.    ბე-ცე-ჟე და ჰეპატიტ B ვაქცინაცია.