მეან-გინეკოლოგია

29 იანვარი
ენდოპროთეზირების ოპერაციები

ოპერაციები ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით

17 იანვარი
პრევენციული ჯანდაცვის მომსახურება

ინდივიდუალური პაკეტები მამაკაცებისა და ქალებისათვის

17 იანვარი
გასტროენტეროლოგია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

კუჭნაწლავის დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით

31 დეკემბერი
გილოცავთ შობა-ახალ წელს!

Happy New Year!

24 დეკემბერი
ექიმების დაჯილდოება

აჭარაში ექიმები დააჯილდოვეს

20 დეკემბერი
ოფთალმოლოგიური ოპერაციები

ოპერაციები ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში

19 ნოემბერი
თეთრი ხალათების აქცია

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს

14 ნოემბერი
კარდიოექოსკოპია უახლესი აპარატით

გულსისხლძარღვთა კვლევა უახლესი აპარატითაა შესაძლებელი

14 ნოემბერი
MRI გამოკვლევა ანესთეზიით

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანესთეზიით

14 ნოემბერი
ფილტვის სკრინინგი

ფილტვის სკრინინგი - CT სკანირების აქცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო  საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი   სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ.  პაციენტების ჯანმრთელობაზე გამოცდილ და პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდი ზრუნავს.  სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულება აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, რაც ზუსტი და მაღალეფექტური კვლევების წარმოების საშუალებას იძლევა.
ამბულატორიული გინეკოლოგია:
•    გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
•    თვითნებური აბორტების მკურნალობა
•    საშვილოსნოს მიომის კონსერვატიული მკურნალობა
•    ენდომეტრიოზის მკურნალობა
•    კლიმაქტერიული სინდრომი და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია
•    ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები
•    სქესობრივად გადამდები   ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
•    საშვილოსნოს ყელის არაანტებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ქირურგიული გინეკოლოგია(ენდოსკოპიური ოპერაციები)
•    საშვილოსნოს მიომა
•    საკვერცხეების ცისტა, ჰიდროსალპინგსი, პიოსალპინგსი
•    ექტოპიური  ორსულობა
სიმულტანტური(კომბინირებული) ოპერაციები:
•    დიაგნოსტიკური და ოპერაციული ჰისტეროსკოპია
•    სტერილიზაცია და მილის სანათურის აღდგენით-პლასტიკური ოპერაცია
•    დრილინგი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს
•    ტროფობლასტური დაავადებების ( ბუშტნამქერა, ქორიონეპითელიომა) დროს


ორსულობის მეთვალყურეობა თანამედროვე ტიპის ქალთა კონსულტაციაში
ორსულთა პატრონაჟი ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით    გათვალისწინებულია 4 უფასო ვიზიტი, რომელიც მოიცავს შემდეგ გამოკვლევებს:
პირველი ვიზიტი – 13 ორსულობის კვირის ვადამდე
•    მეან–გინეკოლოგის კონსულტაცია
•    თერაპევტის კონსულტაცია
•    სისხლის საერთო ანალიზი
•    შარდის საერთო ანალიზი
•    სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით
•    ჰეპატიტის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით
•    აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით
•    სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა
•    საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა
მეორე ვიზიტი – ორსულობის 18–20 კვირამდე
•    მეან–გინეკოლოგის კონსულტაცია
•    მცირე – მენჯის ღრუს ორგანოების  ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად)
მესამე ვიზიტი – ორსულობის 30–32 კვირამდე
•    მეან–გინეკოლოგის კონსულტაცია
•    ცილის რაოდენობის გასაზღვრა
•    ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
მეოთხე ვიზიტი – ორსულობის 34–36–38 კვირამდე
•    მეან–გინეკოლოგის კონსულტაცია
•    ცილის რაოდენობის  განსაზღვრა სისხლში
მშობიარობა ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკში
სურვილის მიხედვით შესაძლებელია მეუღლის დასწრება მშობიარობაზე
დედა და ახალშობილი  24 საათის განმავლობაში ერთად იმყოფებიან  გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სამედიცინო და ჰიგიენური პროცედურებისთვის.
ფიზიოლოგიური მშობიარობა-შესაძლებელია გაუტკივარება ე.წ. ეპიდულარული ანესთეზიით)
საკეისრო კვეთა   (ზოგადი ენდოტრაქეალური ან ეპიდულარული ანესთეზიით)
ჰოსპიტალში ორსულობასთან დაკავშირებული ყველა სახის პათოლოგიური შემთხვევების მართვა წარმოებს. განყოფილებაში ხდება:
•    მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის პროგნოზირება, პრევენცია, მართვა
•    მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის დიაგნოსტირება, მკურნალობა და მართვა
•    ნებისმიერი ექსტრაგენიტალური პათოლოგიები და ორსულობა-დიაგნოსტირება და მართვა
•    ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობის დროს ორსულობისა და მშობიარობის მართვა.
•    ასევე ფუნქციონირებს ობსერვაციული პალატაც, სადაც საჭიროების შემთვევაში იზოლირებულ პირობებში მიმდინარეობს როგორც ორსულების, ისე მშობიარობის მართვაც.