- მთავარი
- ჩვენს შესახებ
- მიმართულებები
- ექიმები
- მედია
- კონტაქტი
კუჭნაწლავის დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ხორციელდება ანგიოლოგიური პრობლემების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა; გამოიყენება მკურნალობის როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მეთოდები.
ჰოსპიტალში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება შემდეგი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები:
• ვარიკოზული დაავადებების მკურნალობა;
• ვენური თრომბების პრევენცია, მკურნალობა;
• კოსმეტიკური წესით მინიფლებექტომია ;
• სკლეროთერაპია,გამოკვლევა-დოპლეროგრაფია, არტერიოგრაფია;
• ქრონიკული არტერიული უკმარისობა-კიდურის განგრენის პრევენცია და მაქსიმალურად ორგანოს შემანარჩუნებელი მკურნალობა ( შუნტირება, სტენტირება, ბალონური ანგიოპლასტიკა, ჰიბრიდული ოპერაციები);
• დიაბეტური ტერფი;
• ვაზოსპასტური დაავადებები-ტრომბანგიიტი, არტერიიტი, რეინის სინდრომი და სხვა;
• ანევრიზმების სხვადასხვა ფორმის ოპერაციული მკურნალობა ტრადიციული ქირურგიული ღია და ენდოვსკულარული მეთოდით;
• არტერიული და ვენური მალფორმაციების (თანდაყოლილისა და შეძენილის) მკურნალობა.
ჰემოდიალიზის პაციენტების ანგიოქირურგიული უზრუნველყოფა:
• დროებითი და მუდმივი კათეტერების იმპლანტაცია;
• AV ფისტულების ფორმირება.