ჰოსპიტალი

29 იანვარი
ენდოპროთეზირების ოპერაციები

ოპერაციები ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით

17 იანვარი
პრევენციული ჯანდაცვის მომსახურება

ინდივიდუალური პაკეტები მამაკაცებისა და ქალებისათვის

17 იანვარი
გასტროენტეროლოგია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

კუჭნაწლავის დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით

31 დეკემბერი
გილოცავთ შობა-ახალ წელს!

Happy New Year!

24 დეკემბერი
ექიმების დაჯილდოება

აჭარაში ექიმები დააჯილდოვეს

20 დეკემბერი
ოფთალმოლოგიური ოპერაციები

ოპერაციები ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში

19 ნოემბერი
თეთრი ხალათების აქცია

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს

14 ნოემბერი
კარდიოექოსკოპია უახლესი აპარატით

გულსისხლძარღვთა კვლევა უახლესი აპარატითაა შესაძლებელი

14 ნოემბერი
MRI გამოკვლევა ანესთეზიით

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანესთეზიით

14 ნოემბერი
ფილტვის სკრინინგი

ფილტვის სკრინინგი - CT სკანირების აქცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

BIH მრავალპროფილური ჰოსპიტალია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს  კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა  და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის, ტრავმატოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, პედიატრიის, რადიოლოგიის მიმართულებები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია.
ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მსოფლიო ბრენდების თანამედროვე ციფრული აპარატურა ზუსტი კვლევებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.
BIH -ში 500-მდე ადამიანია დასაქმებული. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. მედიკოსები უწყვეტი გადამზადების პროცესში არიან ჩართული და მუდმივად ეცნობიან იმ ინოვაციებს, რაც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ინერგება.

ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში, მოქმედებს   როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

BIH- ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა. ჰოსპიტალის მენეჯმენტის მიზანი JCI -ის აკრედიტაციის მოპოვებაა, რომელიც გლობალურ ჯანდაცვაში ოქროს სტანდარტად განიხილება.   





 


 

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი
მიხეილ მჟავანაძე