- მთავარი
- ჩვენს შესახებ
- მიმართულებები
- ექიმები
- მედია
- კონტაქტი
კუჭნაწლავის დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური მიმართულებით გთავაზობთ მედიცინის თანამედროვე მიღწევებზე და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკას, კოსერვატიულ და ქირურგიულ მკურნალობას.
კონსერვატიული მკურნალობა:
• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირება და მათი მკურნალობა.
• დაჟეჟილობების, მყესებისა და კუნთების გადაჭიმვა-გადაძაბვა
• მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების დახურული რეპოზიცია
• იმობილიზაცია თაბაშირითა და თანამედროვე პოლიმერული ბინტით (მსუბუქი, მყარი და წყალგამძლე)
ოპერაციული მკურნალობა:
სასწრაფო გადაუდებელი:
• გრძელი ლულოვანი ძვლების (ბარძაყის ძვლის, დიდი და მცირე წვივის ძვლის, მხრის ძვლის, წინამხრის ძვლების) მტევანში და ტერფში შემავალი ძვლების მოტეხილობების (ღია, დახურული, ცდომით, ცდომის გარეშე) მეტალოოსტეოსინთეზი (LCP, DCP ფირფიტები, ინტრამედულარული ღეროები, გარეგანი ფიქსაციის ღეროვანი აპარატები)
• ამოვარდნილობების ჩასწორება ღია წესით
• მყესებისა და კუნთების ნაწილობრივი და/ან სრული დაზიანება (ღია, დახურული)
გეგმიური:
• სხვადასხვა ლოკალიზაციის შეხორცებული მოტეხილობის ზონიდან მეტალოკონსტრუქციის ამოღება
• მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება (ცემენტიანი, უცემენტო, კომბინირებული)
• მუხლის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება
• ტერფის სხვადასხვა სახის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების ქირურგიული კორექცია
• ართროსკოპიული დიაგნოსტიკა და ოპერაციული მკურნალობა
• სხვადასხვა ლოკალიზაციის პოსტოპერაციული და/ან პოსტტრავმული ცრუ სახსრებისა და არასწორად კონსოლიდირებული მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა