- მთავარი
- ჩვენს შესახებ
- მიმართულებები
- ექიმები
- მედია
- კონტაქტი
კუჭნაწლავის დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდით ტარდება შემდეგი ქირურგიული ოპერციები:
• საყლაპავის ქირურგიული პათოლოგიების დროს: საყლაპავის სიმსივნეები, სტრიქტურები, დივერტიკულები, დიაფრაგმული თიაქრები, რეფლექს-ეზოფაგიტი;
• კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიების დროს: კუჭის სიმსივნეები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
• ნაწლავების ქირურგიული პათოლოგიების დროს: კრონის დაავადება, მსხვილი ნაწლავის დივერტიკულარული ავადმყოფობა, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, მსხვილი ნაწლავის კეთილი და ავთვისებიანი სიმსივნეები;
• ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქირურგიული პათოლოგიების დროს: მწვავე ქოლეცისტიტი, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების სიმსივნეები, მექანიკური სიყვითლე, ღვიძლის კეთილი და ავთვისებიანი სიმსივნეები, კისტები, პარაზიტული კისტები;
• პანკრეასის ქრონიკული პათოლოგიები, კეთილთვისებიანი და პორმონეტალურად აქტიური სიმსივნეები, კისტები, ავთვისებიანი სიმსივნეები, მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
• მწვავე ქირურგიული პათოლოგიები: მწვავე აპენდიციტი, პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ჩირქოვანი თიაქრები, ნაწლავთა გაუვალობა;
• სხვადასხვა ლოკალიზაციის თიაქრების პლასტიკა: ბარძაყის საზარდულის, ჭიპის, პოსტოპერაციული (მათ შორის ჯონსონის ფირმის საპროთეზო მასალის გამოყენებით)
• სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა;
• სპონტანური პნევმოთრაქსის, ფილტვების ბულოზური დაავადების მკურნალობა;
• ენდოკრინული ორგანოების ქირურგიული პათოლოგიები: ჩიყვი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის კეთილი და ავთვისები სიმსივნეები;
• კანის და რბილი ქსოვილების სიმსივნური წარმონაქმნები: ლიპომები, ფიბრომები, პაპილომები და ა.შ.