კარდიოლოგია

19 ნოემბერი
თეთრი ხალათების აქცია

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს

14 ნოემბერი
კარდიოექოსკოპია უახლესი აპარატით

გულსისხლძარღვთა კვლევა უახლესი აპარატითაა შესაძლებელი

14 ნოემბერი
MRI გამოკვლევა ანესთეზიით

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანესთეზიით

14 ნოემბერი
ფილტვის სკრინინგი

ფილტვის სკრინინგი - CT სკანირების აქცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

23 ოქტომბერი
დონაციის აქცია

დონაციის აქციაში ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალის თანამშრომლები ჩაერთვნენ

16 ოქტომბერი
სიახლე ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

კვლევები უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფით

16 ოქტომბერი
აქცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში

მამოგრაფიული კვლევები ნახევარ ფასად

03 სექტემბერი
ურთულესი კარდიოქირურგიული ოპერაცია

წარმატებული კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ კიდევ ერთმა მადლიერმა პაციენტმა დატოვა ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი

03 სექტემბერი
ბარიატრიული ქირურგია

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა

21 აგვისტო
ვაკანსია უმცროსი ექიმის პოზიციაზე

ვაკანსია ნეონატოლოგიური სამსახურის უმცროსი ექიმის პოზიციაზე ცხადდება

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კარდიოლოგიური გუნდი    მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, მწვავე კორონარული სინდრომით, გულის მწვავე უკმარისობით, კარდიოგენული შოკით და   სიცოცხლისათვის საშიში სხვა დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობს და სიცოცხლეს უნარჩუნებს.  აქ ასევე ახორციელებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველად და მეორეულ პრევენციას;ზრუნავენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ცდილობენ აამაღლონ მათი ცნობიერება ცხოვრების ჯანსაღი წესის სარგებლიანობის შესახებ.
ამბულატორულ ნაწილში ხორციელდება შემდეგი კვლევები:
•    ელექტროკარდიოგრამა
•    ექოკარდიოგრაფია
•    კონტრასტული ექოკარდიოგრაფია
•    ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია
•    ამბულატორიული ეკგ მონიტორინგი
•    ამბულატორიული წნევის მონიტორინგი
•    ლაბორატორიული კვლევები
თანამედროვე კვლევების საფუძველზე ხდება შემდეგი ნოზოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
•      არითმია
•      მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
•      კარდიომიოპათია
•      კორონარული არტერიების დაავადება
•      გულის უკმარისობა
•      გულის სარქვლოვანი პათოლოგიები
•      არტერიული ჰიპერტენზია
•      ინფექციური ენდოკარდიტი
•      მიოკარდიტი
•      პერიკარდიტი
•      ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
•      პერიფერიული არტერიების დაავადებები
ჰოსპიტალის კარდიოლოგიური გუნდი მუდმივად თვალყურს ადევნებს სამედიცინო სფეროში მიმდინარე სიახლეებს და  პაციენტებს  თანამედროვე გაიდლაინებზე დაფუძნებულ მკურნალობის მეთოდებს სთავაზობს.
ექოკარდიოგრაფიული კვლევით ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება. ამასთან ხელოვნური სარქველების, გულშიდა თრომბების  ან სხვა საეჭვო შემთხვევებისას დიაგნოზის ვერიფიცირებისათვის ტარდება ტრანსეზოფაგული (საყლაპავის მილიდან) ექოკარდიოგრაფია; ასევე ხორციელდება პედიატრიული და ნაყოფის გულის ექოკარდიოგრაფიული კვლევა. ჩვენს ჰოსპიტალში ეს გამოკვლევა ტარდება თანამედროვე  Vivid S5 აპარატით.

ჰოლტერის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე  SHILLER-ის ფირმის ეკგ და წნევის  მონიტორინგის აპარატებით.
დატვირთვის სტრეს- ტესტის ლაბორატორიაში SHILLER-ის ფირმის თანამედროვე აპარატით ხდება კორონარული არტერიების დაავადებების,  სარქვლოვანი პათოლოგიების შემთხვევაში კი ფუნქციური მონაცემების და შესაძლებლობების შეფასება.
ინვაზიური კარდიოლოგიის დეპარტამენტში ხორციელდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებითა და აპარატურით. გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია ბოლო თაობის Ge innova 3100 ანგიოგრაფიული აპარატით. ტარდება შემდეგი პროცედურები: კორონაროგრაფია, კორონარული ინტერვენცია; პერიფერიული ანგიოგრაფია; პერიფერიული ინტერვენცია. ამ დახმარების მიღება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად. მიოკარდიუმის მწვავე  ინფარქტის მქონე პაციენტებს კი დაუყოვნებლივ უტარდებათ სიცოცხლის შემანარჩუნებელი პროცედურა-ბალონური ანგიოპლასტიკა და კორონარული სტენტირება.

8 საწოლიან  კარდიოინტენსიურ  დეპარტამენტში 24 საათის განმავლობაში უახლესი აპარატურის საშუალებით ხდება პაციენტთა მეთვალყურეობა  და მკურნალობა. ასევე  საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაუყონებლივ ჩატარდეს დროებითი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია  და სხვა მსგავსი გადაუდებელი პროცედურები.