Hospital

BIH მრავალპროფილური ჰოსპიტალია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს  კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა  და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის, ტრავმატოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, პედიატრიის, რადიოლოგიის მიმართულებები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია.
ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მსოფლიო ბრენდების თანამედროვე ციფრული აპარატურა ზუსტი კვლევებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.
BIH -ში 500-მდე ადამიანია დასაქმებული. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. მედიკოსები უწყვეტი გადამზადების პროცესში არიან ჩართული და მუდმივად ეცნობიან იმ ინოვაციებს, რაც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ინერგება.

ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში, მოქმედებს   როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

BIH- ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა. ჰოსპიტალის მენეჯმენტის მიზანი JCI -ის აკრედიტაციის მოპოვებაა, რომელიც გლობალურ ჯანდაცვაში ოქროს სტანდარტად განიხილება.   





 


 

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი
მიხეილ მჟავანაძე